ჩვენს შესახებ

1983 წლიდან დღემდე „საქართველოს   კოლოპროქტოლოგიის ცენტრი - გელა მუხაშავრიას   კლინიკა“ -ში კონსულტაცია/გასინჯვა ჩატარებული აქვს 250 000-ზე მეტ პაციენტს,  წარმატებით   არის შესრულებული 27 000-ზე მეტი ქირურგიული,   მცირეინვაზიური (ე.წ. უსისხლო მეთოდებით   მკურნალობა) და ენდოსკოპიური ჩარევა; მათ შორის   ოპერაციები ტარდება უკიდურესად რთული/   შორსწასული პროქტოლოგიური დაავადებების   დროს, რომელთა რადიკალური მკურნალობა   არათუ საქართველოში, -  ევროპის და ა.შ.შ. ქვეყნებშიც   შეუძლებელია. „ცენტრში“ ოპერაცია გაკეთებული აქვს   დიდი ბრიტანეთის, კანადის, შვედეთის,   საფრანგეთის, შვეიცარიის, საბერძნეთის, ინდოეთის, ერაყის, ირანის, ჩეხეთის, არგენტინის, თურქეთის, რუსეთის ფედერაციის, უკრაინის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის მოქალაქეებს.

 

საქართველოს   კოლოპროქტოლოგიის ცენტრი - გელა მუხაშავრიას   კლინიკა“ -ში  შემუშავებულია ქირურგიული მკურნალობის საკუთარი (ავტორი - მედ. მეც. დოქტორი გელა მუხაშვრია) მეთოდები, რომელთა გამოყენების შემდეგ დაავადების რეციდივი გამორიცხულია; აღნიშნული ქირურგიული წესები გამოქვეყნებულია აშ.შ.-სა და ევროპის ქრესტომატიულ სამეცნიერო ჟურნალებში, რაც მსოფლიოს მასშტაბით დარგში ორიგინალური კონტრიბუციის შეტანის დადასტურებაა. ​  

საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრი -გელა მუხაშავრიას კლინიკა

უწყვეტ რეჟიმში ანხორციელებს ფართე სამეცნიერო  მუშაობასაც:

  • 1992 წელს შემუშავებულია ანალური ნაპრალის მკურნალობის საკუთარიქირურგიული მეთოდი (ავტორი მედ. მეცნ. დოქტორი გელა მუხაშავრია)
  • 1996 წელს შემუშავებულია ჰემოროიდული დაავადების უკიდურესად რთული ფორმების ქირურგიული მკურნალობის ახალი წესი (ავტორი მედ. მეცნ. დოქტორი გელა მუხაშავრია) აღნიშნული მეთოდით (მუხაშავრია-ქარაბაკის ოპერაცია) მკურნალობის შემდეგ დაავადების განმეორება პრაქტიკულად გამორიცხულია
  • 1998 წ გამოქვეყნებულია პირველი ქართული სახელმძღვანელო პროქტოლოგიაში (ავტორები მედ. მეცნ. დოქტორები გელა მუხაშავრია და მაია ქარაბაკი)
  • 1999 წელს შემუშავებულია ჰემოროიდული დაავადების კლასიფიკაცია (ავტორი მედ. მეცნ. დოქტორი მაია ქარაბაკი)
  • დაცულია 9 სამეცნიერო დისერტაცია, გამოქვეყნებულია 47 ნაშრომი, მათ შორის ა.შ.შ., ევროპის და რუსეთის ფედერაციის სამეცნიერო ჟურნალებში
  • 1999 წლიდან რანდომიზებული კვლევების საფუძველზე „ცენტრში“ დანერგილია ჰემოროის ე.წ. უსისხლო მეთოდებით მკურნალობის ყველა წამყვანი მეთოდი
  • 2002 წლიდან საქართველოში ექიმთა სერტიფიცირება კოლოპროქტოლოგიაში ტარდება მედ. მეცნ. დოქტორები გელა მუხაშავრიასა და მაია ქარაბაკის მიერ შემუშავებული ტესტ-კითხვარით
  • 2002 წ. გამოქვეყნებულია მონოგრაფია „ჰემოროიდული დაავადების ქირურგიული მკურნალობა“ (ავტორი მედ. მეცნ. დოქტორი გელა მუხაშავრია)
  • 2007-2017 წწ ევროპის და ა.შ.შ. ფარმაცევტული კომპანიების დაკვეთით ცენტრში ჩატარებულია რანდომიზებული, პლაცებო-კონტროლირებადი 6 კვლევა
  • 2011 წ. ცენტრის ეგიდით დაარსდა საქართველოს კოლოპროქტოლოგთა ასოციაცია (ასოციაციის პრეზიდენტი  გელა მუხაშავრია, ვიცე-პრეზიდენტი  მაია ქარაბაკი)
  • 2012წ. გამოქვეყნებულია მედიცინის ევროპული სახელმძღვანელო – სერია კოლოპროქტოლოგია (თარგმანი/რედაქცია  მედ. მეცნ. დოქტორი გია მუხაშავრია)
  • 2013 წ გამოქვეყნებულია წიგნი „შასინის ოპერაციული სტრატეგია კოლოპროქტოლოგიაში“ (თარგმანი/რედაქცია მედ. მეცნ. დოქტორი გია მუხაშავრია)
  • 2013 წ შემუშავებულია დიპლომისშემდგომი განათლების სარეზიდენტო პროგრამა კოლოპროქტოლოგიაში (პროგრამის ავტორი მედ. მეცნ. დოქტორი მაია ქარაბაკი)
  • ა.შ.შ. და ევროპის მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში (იმპაქტ-ფაქტორის მქონე გამოცემები) გამოქვეყნებულია სამეცნიერო შრომები, რომელთაც მსოფლიოს მასშტაბით გააჩნიათ განსაკუთრებული მნიშვნელობა კოლოპროქტოლოგიის დარგში პირადი წვლილის შეტანის თვალსაზრისით:

    **Gela A. Mukhashavria, Maia A. Qarabaki – Diseases of the Colon & Rectum, USA (2011) Original Contribution

    **Gela A. Mukhashavria, Maia A. Qarabaki – Techniques in Coloproctology, Italy (2009)

    ** Maia A. Qarabaki, Gela A. Mukhashavria, Gia G.Mukhashavria, Nodari G. Giorgadze – Jouranl of Gastrointestinal Surgery USA (2014) Original Contribution

  • 2020 წელს ქართულად გამოიცა მანამდე მხოლოდ ინგლისურ ენაზე, ა.შ.შ.-სა და ევროპაში გამოქვეყნებული ჰემოროის მკურნალობის საკუთარი ქირურგიული წესი - „მუხაშავრია-ქარაბაკის“ ოპერაცია (წიგნი-ატლასი).
  • 2023 წელს გამოიცა კოლორექტული ქირურგიის მასშტაბური -წიგნი/ცნობარი.

ქვეყნის ფარგლებს გარეთ (ა.შ.შ.) „ცენტრის“ ექიმს (მედ. მეცნ. დოქტორი მაია ქარაბაკი) მინიჭებული აქვს  დარგში წლის (2011წ) საუკეთესო სპეციალისტის ნომინაცია; მასვე აქვს ჩატარებული სკანდინავიის ქვეყნების, ა.შ.შ.-ს, დიდი ბრიტანეთის და ისრაელის სამეცნიერო ჟურნალების ათეულობით სტატიის რეცენზირება.

ა.შ.შ.-ს (კლივლენდის კლინიკა), დიდი ბრიტანეთისა (წმინდა მარკის ჰოსპიტალი) და ვიეტნამის (ქ. ჰანოი) წამყვან კლინიკებში 2005-2017 წწ პერიოდში სტაჟირება ლაპაროსკოპიულ ქირურგიაში გავლილი აქვს მედ. მეცნ. დოქტორს გია მუხაშავრიას.

ანო-რექტულ ქირურგიაში საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრი - გელა მუხაშავრიას კლინიკა“რადიკალური (რეციდივის გარეშე) ოპერაციების ჩატარების თვალსაზრისით  დარგის ლიდერია მსოფლიოში.

საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრში დაავადების უკიდურესად შორსწასული ფორმების სამკურნალოდ მომართვის ზოგიერთი შემთხვევა