კონტაქტი
ამბულატორიული გასინჯვის, კონსულტაციის მიზნით პაციენტებმა კლინიკას შეუძლიათ მომართონ ნებისმიერ სამუშაო დღეს 10.30 სთ-დან 12.00 სთ-მდე: (ა) ჩაწერის გარეშე, ან (ბ) ჩაწერით - თუ სურთ რომელიმე კონკრეტულ ექიმთან ვიზიტი; 12.00 სთ. შემდეგ (ზოგჯერ - მანამდეც) კლინიკაში იწყება ოპერაციები.
ვიზიტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება და/ან კონკრეტულ ექიმთან წინასწარი ჩაწერა შესაძლებელია სატელეფონო კავშირით (24/7 სთ) - ნომერზე 032 239 55 38
(შენიშვნა: 2022 წლის ბოლომდე იგეგმება კლინიკის ამავე მისამართზე/“რესპუბლიკურის“ შენობა, მე-6 სართული - გადასვლა, სადაც IP ტელეფონის ნომერი იქნება სხვა).
კონსულტაციისთვის მომზადების წესი - გასინჯვის წინა დღეს 19.00, 20.00 სთ შემდეგ საკვების არ მიღება (სითხის მიღება დასაშვებია), დილით აუცილებლად საკვების მიღება! ვიზიტის დღეს საუზმემდე, ან შემდეგ - მოზრდილებისთვის განკუთვნილი გამწმენდი მიკროოყნის (იყიდება აფთიაქებში) გაკეთება(გარდა ანალურ რეგიონში შეუპოვარი ტკივილის შემთხვევებისა) 1-2-ჯერ.
ქირურგიული ჩარევის, ე.წ. უსისხლო მეთოდებით მკურნალობის და/ან კოლონოსკოპიისთვის ჩაწერა ხდება წინასწარ (კლინიკის მენეჯერთან - ოპერაციების, ე.წ. უსისხლო მეთოდით მკურნალობის შემთხვევაში, კოლონოსკოპიის ექთანთან - კოლონოსკოპიისთვის).
ელ ფოსტა
|
maiaqarabaki@yahoo.com
|