მუხაშავრია-ქარაბაკის ოპერაცია, რომელიც მხოლოდ ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამეცნიერო ჟურნალების მიერ იყო გამოქვეყნებული -2021 წლის ივლისში გამოიცა ქართულ ენაზეც. |
მედ. მეცნ. დოქტორმა გელა მუხაშავრიამ ჰემოროის შორსწასული ფორმებისთვის ჯერ კიდევ ათეული წლების წინ შეიმუშავა დაავადების რეციდივის მთელი სიცოცხლის მანძილზე აღმკვეთი ქირურგიული წესი, რომელმაც საბოლოო სახე 2002 წელს მოდიფიკაციის შემდეგ მიიღო, - და დღეს ის მუხაშავრია-ქარაბაკის ოპერაციის სახელს ატარებს.
ჰემოროის შორსწასული ფორმები
საქართველოში, სხვა კლინიკების პროქტოლოგთა აბსოლუტური უმრავლესობა მუხაშავრია-ქარაბაკის მეთოდთან არ არის გაცნობილი (?!!!), რადგან ის დღემდე მხოლოდ ინგლისურ ენაზე იყო გამოქვეყნებული; ა.შ.შ. და ევროპის ჟურნალებიდან კი, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოდან - ნაშრომების
(key words: Gela A Mukhashavria, Maia A Qarabaki) ჩამოტვირთვა არ ფიქსირდება.
დღემდე ბევრი პროქტოლოგი ჰემოროის რთული ფორმების დროს იყენებს 1882 წელს მოწოდებულ ე.წ. უაითჰედის ტიპის ოპერაციებს, რომელიც ქირურგიული ჩარევისას მომჭერი კუნთების/სფინქტერის გამოყოფას არ გულისხმობს (!!!!) და პათოლოგიური და ქვეშმდებარე ჯანმრთელი ქსოვილების დიფერენციაციას ვერაფრით ახდენს; შესაბამისად, - ამ ტიპის ოპერაციები უმჯობესია, - არ გაკეთდეს!!!
მუხაშავრია-ქარაბაკის ოპერაცია კი უპირველესად სწორედ მომჭერი კუნთების/სფინქტერის გამოყოფაზეა აგებული, და მარტივად ახდენს ჯანმრთელი და პათოლოგიური ქსოვილების დიფერენციაციას ჰემოროის რთული ფორმების დროს განვითარებული უმძიმესი ტოპოგრაფიული ცვლილებების ფონზეც კი.
მცირე ფრაგმენტი წიგნიდან „მუხაშავრია-ქარაბაკის ოპერაცია“
მუხაშავრია-ქარაბაკის ოპერაცია, - დაფუძნებულია ნაწლავის მთელ პერიმეტრზე დაავადების შიგნიდან ხედვის უზრუნველყოფაზე - რაც პათოლოგიის უსაფრთხო და უშეცდომო ამოკვეთის და ჯანმრთელი ქსოვილების (სწ. ნაწლავის მომჭერი აპარატი, ჰემოროიდების მფარავი კანის, ლორწოვანი გარსის ჯანსაღი მონაკვეთები) ადგილზე დატოვების გარანტიებს ქმნის. |
მუხაშავრია-ქარაბაკის ოპერაციისგან განსხვავებით -უაითჰედის კლასიკური (1882 წ) და მისი ტიპის ოპერაციები დაფუძნებულია, - ნაწლავის მთელ პერიმეტრზე დაავადების მხოლოდ გარედან ხედვის კონტროლით მოკვეთაზე (ამპუტაციაზე), რა დროსაც დიდია ალბათობა, მოხდეს ქვეშმდებარე ჯანმრთელი ქსოვილების მოკვეთა, განვითარდეს ოპერაციისშემდგომი ნაწიბუროვანი დეფორმაცია, ანალური უკმარისობა, სხვ. სერიოზული გართულებები!!!
საქართველოს სხვა კლინიკების პროქტოლოგთა უმრავლესობა, იმდენად, რამდენადაც არ არის გაცნობილი მანამდე მხოლოდ ა.შ.შ-სა და ევროპაში გამოქვეყნებული მუხაშავრია-ქარაბაკის ოპერაციასა და მის შედეგებთან, - ჯანმრთელი და პათოლოგიური ქსოვილების სკრუპულოზურად გამოყოფაზე დაფუძნებული მუხაშავრია-ქარაბაკის მეთოდი, პათოლოგიური ქსოვილების გამოყოფის გარეშე, ანუ „ ბრმად“ მოკვეთაზე აგებული უაითჰედის, ან მისი მსგავსი ოპერაცია ჰგონია (?!!!) დასახელებულ ოპერაციებს შორის დიამეტრული განსხვავებისა და მუხაშავრია-ქარაბაკის ქირურგიული ტექნიკისა და ოპერაციისშემდგომი ადრეული და შორეული შედეგების ცოდნის მსურველებს, 2001 წელს უკვე საქართველოშიც გამოცემული წიგნი - „მუხაშავრია-ქარაბაკის ოპერაცია“ დაეხმარება. |
P.S. მუხაშავრია-ქარაბაკის მეთოდის შესახებ გამოქვეყნებულ ევროპულ სტატიაზე მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი კოლოპროქტოლოგის ს.მ გოლდბერგის კომენტარი (Invited comment): “This is just another technique to deal with prolapsed hemorrhoids of severe nature, and it should be in the armamentarium of all colorectal surgeons (იხ. Techniques in Coloproctology, 2009, 13:151-155; page 155).