ფასები

ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარეპროფესორ გელა მუხაშავრიას გადაწყვეტილებითათეული წლების წინა პერიოდიდან დღემდე, სოციალურად დაუცველ პაციენტს, გასინჯვასა და/ან ქირურგიული მკურნალობისას კლინიკის ხარჯზე უკეთდება ფინანსური შეღავათი.
ქირურგიული სტაციონარული/ამბულატორიული და ე.წ. უსისხლო
მეთოდებით მკურნალობა
ქირურგიული ჩარევის ღირებულების შესახებ მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას, რადგან 
დიაგნოზის (არსებობს >25 სხვადასხვა პროქტოლოგიური პათოლოგია)დაავადების  სტადიის, კლინიკური ფორმის, პაციენტის ზოგადი მდგომარეობის, გაუტკივარების  და ა.შ. 
გათვალისწინებით ფასი სხვადასხვაა - 2 585-დან  3 585  ლარამდე, სწორ ნაწლავსა და საშოზე ერთდროული ჩარევისას  - 3 385-დან 4 300 ლარამდე. 

სხვა კლინიკებში გაკეთებული ოპერაციის შემდგომი რეციდივების, გართულებების და/ან დაავადების შორსწასული ფორმების (რომელთა რეციდივის გარეშე მკურნალობა მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებშიც შეუძლებელიაჩვენი კლინიკა კი, - მთელი ცხოვრების მანძილზე რეციდივის აღმკვეთ საკუთარ ქირურგიულ მეთოდებს იყენებს) და/ან სამი და მეტი პათოლოგიის 
 ქირურგიული ჩარევის ღირებულებაა 2 985-დან 3 685 ლარამდე.
ქირურგიული მკურნალობის  ღირებულება მოიცავს პაციენტთან  ურთიერთობის ყველა ეტაპს

(ოპერაციამდელი ლაბორატორიული გამოკვლევები, ქირურგიული ჩარევა, ანესთეზია, ოპ/შ შეხვევები პლუს კონტროლი ჭრილობის (კანის ნაწილი) სრულ შეხორცებამდე (საშ. 2.5 თვე).
შენიშვნა: დაავადების უკიდურესად რთული ფორმების  რეციდივის გამომრიცხავი ოპერაციების (რაც მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებშიც ვერ კეთდებადა შემდეგ 2.5-3 თვის განმავლობაში ამბულატორიულ რეჟიმში პაციენტზე მეთვალყურეობის  ღირებულება რეალურად უფრო დიდ ხარჯებს უკავშირდება, მაგრამ  ჩვენი კლინიკა ითვალისწინებს ქვეყნის სოციალურ -ეკონომიკური განვითარების ამჟამინდელ დონეს.

ჰემოროის  ე.წ. უსისხლო მეთოდებით მკურნალობის (სამივე კვანძის ლიგაცია და/ან ინფრაწითელი ფოტოკოაგულაცია) ღირებულება მერყეობს 985-დან 1985 ლარამდე.

"საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრი- გელა მუხაშავრიას კლინიკა" საკუთარი გადაწყვეტილებით 2016 წლიდან არ მონაწილეობს ჯანმრთელობის დაცვის საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის მუშაობაში ხშირი შეფერხებების წარმოქმნის გამო!

საქართველოს მასშტაბით გამგეობ(-ებ)ის, მერიის, სხვა. მხრიდან პაციენტის შესაძლო ფინანსური მხარდაჭერა განიხილება საკითხისადმი ინდივიდუალური მიდგომით

კერძო დაზღვევის (სადაზღვევო კომპანიების უმრავლესობის შემთხვევა) მქონე პაციენტი ოპერაციული და პოსტოპერაციული პერიოდის მკურნალობის ღირებულებას ფარავს თვითონ (სადაზღვევო კომპანიაში ფორმა 100-ის, კალკულაციის წინასწარი წარდგენით), თანხის სადაზღვევო კომპანიის მხრიდან შემდგომი დაბრუნებით.

შენიშვნა: უცხოეთის მოქალაქეებისთვის გასინჯვის/ ქირურგიული მკურნალობის ღირებულება არის 40%-ით მეტი.

კონსულტაცია/გასინჯვა/ენდოსკოპიური კვლევა

კონსულტაციის/გასინჯვის ღირებულება სხვადასხვაა - ექიმის, გამოკვლევის სახის/ანოსკოპია/რექტორომანოსკოპია მიხედვით და შეადგენს 100-დან 180 ლარს (შენიშვნა: გასინჯვისას რთული და/ან რაიმე მაკორეგირებული სამკურნალო მანიპულაციის/დივულსია, დრენირება, ა.შ. ჩატარების შეთხვევაში ღირებულება არის ზემოაღნიშნულზე მაღალი); 
სიგმოსკოპიის ღირებულებაა 200 ლარი, კოლონოსკოპიის - 300 ლარი

ენდოსკოპიური პოლიპექტომიის ღირებულება ჩარევის სირთულიდან გამომდინარე, მერყეობს 685-დან 1 685 ლარამდე